ნინო მეგრელიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება
გორის გენდერული საბჭოს წევრს, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელს ნინო მეგრელიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.
,,ჩვენს კოლეგას, მეგობარს, ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანს - ნინო მეგრელიშვილს, რომელიც მუდამ ეხმარებოდა სხვებს, ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება, რათა არ შეეზღუდოს გადაადგილების უნარი. ნინომ უკვე 5 ოპერაცია გაიკეთა და ვეღარც ფინანსურად და ვეღარც მორალურად ვეღარ უძლებს საკუთარ მდგომარეობას. ბოლო იმედი მისი არის კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და რომელიც გარანტიას იძლევა მისი გამოჯანმრთელების!“ - წერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაცია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ. GE19TB7216145064300048
GE09BG0000000395506023
მიმღები:ხათუნა ბალიაშვილი #ნინოსთვის