აბიკო აბესაძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
შიდა ქართლის გუბერნატორმა კიდევ ერთი მოადგილე დანიშნა. აღნიშნული პოზიცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა აბიკო აბესაძემ დაიკავა. აბასაძის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნას ადასტურებენ მმართველ პარტიაში.
,,იგი არიას საკლამოდ აქტიური პიროვნება და განათლებული. კარგად იცნობს შიდა ქართლის რეგიონს და არსებულ პრობლემებს. ის ჩართული იყო წლების განმავლობაში პრობლემების გადაჭრაში“- აცხადებს ,,ქართული ოცნების“ წევრი მიშა გოგინაშვილი.