ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე 20 -მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ



ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე 20 -მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელებიც რუსთაველის გამზირზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ თავს დაესხნენ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დაშავებულია მედიის 20 -მდე წარმომადგებენლი.

დაშავებულებს შორის არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მათ შორის, "რუსთავი 2-დან" მარიამ ქუმსიშვილი; მარიკა გოცირიძე; გიორგი პერტია; სალომე ბოკუჩავა; შოთა სიკინჭალაშვილი; ზურა მანაგაძე; ბექა ათაბეგაშვილი და გიორგი კვიწინაძე. დამტვრეულია არხის ორი კამერა. გარდა ამისა, დაშავდა "TV პირველის" ორი ჟურნალისტი: რუსო ჯაბანიშვილი და გურამ თოდაძე. არხს დაუზიანეს პირდაპირი ეთერის მოწყობილობა და ორი კამერა. დაშავებულებს შორის არიან On.ge-ის, "ტაბულას", "ნეტგაზეთისა" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ