"გცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ“ - გიგუ უგულავა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ილია მეორეს აკისრებს
"გცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ" - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი გიგი უგულავა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს და პასუხისმგებლობას სწორედ ილია მეორეს აკისრებს:
"რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს. დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.
გცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ
ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით:
"რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს"
"არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს" - წერს გიგი უგულავა