,,15 წელია იტანჯება“ - გორის სოფელ ფლავისმანში მცხოვრებ ფატი კუპატაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება



,,15 წელია იტანჯება“ - გორის სოფელ ფლავისმანში მცხოვრებ ფატი კუპატაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება

 

გორის სოფელ ფლავისმანში მცხოვრებ ფატი კუპატაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.  ქალი, 15 წელია იტანჯება. მისი დიაგნოზი პოსტთრომბული სინდრომი, თეძოს ვენების ქრონიკული ოკლუზიაა.

,,ამ წლების მანძილზე ვცადეთ ბევრი სამედიცინო მანიპულაცია, ოპერაცია, მკურნალობა, თუმცა დღეის მდგომარეობით პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. აქვს ამ დაავადების ბოლო სტადია, თრომბი დაძრულია გულისკენ. იმისთვის რომ შევუნარჩუნოთ ფეხები და ამავდროულად არ მოხდეს გულზე თრომბის დარტყმა აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია. რომელიც ჯდება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი. ექიმებმა წოლითი რეჟიმის პირობებში მოგვცეს 2 კვირიანი ვადა თანხის შესაგროვებლად. ნებისმიერი ლარი და ნებისმიერი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“ - გვითხრა ფატი კუპატაძის შვილმა.

დახმარების მსურველებს გთხოვთ ნებისმიერი თანხა ჩარიცხოთ ოჯახის წევრების ანგარიშის ნომრებზე:

GE92TB7025245064300034 თიბისი

ლამარა კუპატაძე

GE24BG0000000131373492 საქართველო

ლალი თორღვაშვილი

GE25LB0711119230852000 ლიბერთი

ფატმან თენაძე

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ