მონაზონზე ძალადობის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება



მონაზონზე ძალადობის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მონაზონზე ძალადობის საქმე ხაშურის რაინულ სასამართლოში სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სასამართლომ მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ადვოკატმა დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა

გიგა ჯეირანაშილის თქმით, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი დღეს სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლებენ.

"რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დააფიქსირეს ორივემ მკაფიოდ პოზიცია, რომ წარგდენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. საქმეში დაზარალებულის ჩვენება არის, დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობს ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი.

ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერსორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყოპროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე წარუდგინა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ