რუსული ვერტმფრენი გორის სოფლების თავზე - ოკუპანტებმა სავარაუდოდ, საჰაერო სივრცე დაარღვიეს



რუსული ვერტმფრენი გორის სოფლების თავზე - ოკუპანტებმა სავარაუდოდ, საჰაერო სივრცე დაარღვიეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და სამხედრო ვერტმფრენით, რამოდენიმე ქართულ სოფლს გადაუფრინეს.ამის შესახებ, ,,ტვ მონიტორინგს" საოკუპაცი ხაზთან მდებარე სოფლიდან, ადგილობრივებმა აცნობეს. არსებული ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოფრინდა და ზარდიაანთკარის გავლით, მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ფრინავდა. 

 

ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან დაკავშირებას, რამოდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ