საქართველოს ჩემპიონატი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის - სპორტული სკოლის მოკრივეების ახალი შედეგები



საქართველოს ჩემპიონატი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის - სპორტული სკოლის მოკრივეების ახალი შედეგები

2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა, საქართველოს ჩემპიონატი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის, გოგონებსა და ვაჟებში.
შეჯიბრებაზე საქართველოს 30-ზე მეტი ქალაქის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ქვეყნის ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს: ლუკა ნიქაბაძემ (64 კგ) და გიორგი გუცაევმა (81 კგ).
ვერცხლის მედლები ერგოთ: ანა მარგივს (64 კგ) და გიორგი ასანიძეს (91 კგ).
ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა: ილია მწარიაშვილმა (+91 კგ)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ