გორის ,,დილა“ თბილისის ,,დინამოს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის ,,დილა“ თბილისის ,,დინამოს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება. თამაში საღამოს 8 საათზე დაიწყება.
თამაშზე დასწრების შესაძლებლობა გულშემატკივრებსაც ექნებათ. ბილეთების გაყიდვა ონლაინ პლატფორმაზე უკვე დაწყებულია. მატჩის დღეს ბილეთები თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის წინ არსებულ სალაროებში გაიყიდება და მისი ფასი 1 ლარი იქნება.
გორის ,,დილას“ პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტადიონზე მისული გულშიმატკივარი სპეციალურ მოთხოვნბს უნდა აკმაყოფილებდეს.
,,ორჯერადად აცრის შემთხვევაში სტადიონის შესასვლელთან თან იქონიეთ კოვიდ პასპორტი. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორჯერადად აცრილი, მაშინ აუცილებელია 72 საათით ადრე აღებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე აღებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხები, რომელიც გულშემატკივარმა ამობეჭდილი ბლანკის სახით სტადიონის შესასვლელში უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტადიონზე შესვლა შეუძლებელი იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.