"სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა" - მეუფე გრიგოლი
"სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა", - ეს სიტყვები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას წარმოთქვა. მეუფე გრიგოლი ტვ პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი მაცნობეს, რომ გარდაიცვალა 5 ივლისის მოვლენებისას დარბეული, ნაცემი ერთ-ერთი ოპერატორი, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ჩვეულებრივ მოვლენად არის ცნობილი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული კითხვა ჩნდება - ვის წირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა. ის რომ ესეთი მასშტაბის ღონისძიებები იგეგმება, ღონისძიება როცა თემა არის 2 ჯგუფს შორის კონფრონტაციული ხასიათის და ათასობით ადამიანი იყრის თავს, სასწაული უნდა მოხდეს რომ მსხვერპლი არ იყოს.
არ მეგულება თქვენ შორის ადამიანი, ვისაც მოეწონა ის რაც ხდებოდა. თვითონ ის იდეა რის დემონსტრირებასაც ცდილობდა ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს პარადის ჩატარება რა თქმა უნდა მიურებელია. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა თუ იმ წიხლებისა და შეფურთხებებისა", - თქვა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.