დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა - საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტთან პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო წერს, რომ დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა და პატრიარქის სახელით სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტოს.

,,დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.' - წერია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  28 ოქტომბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვიშხეთი, კოშკისუბანი, ტაშისკარი, ბროლოსანი, ცუცქირიძეების უბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქიწნისი, ძევერა, გარეჯვარი, არცევი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ხაშურში სტალინის, სუმბათაშვილის, ბორჯომის, ბექაურის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში