დღეიდან გორის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
გორის მუნიციპალიტეტის ტარნსპორტის სააგენტო მგზავრთა საყურადღებოთ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 2 მაისს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტობუსების ნაწილი მრევლს დილის 4 საათიდან მოემსახურება.
2 მაისს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ავტობუსების ნაწილი მრევლს დილის 04:00 საათიდან მოემსახურება
მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან ოთხი მიმართულებით: სადგური, კომბინატის დასახლება, ვერხვების დასახლება და წმინდა წყალი
ავტობუსების მომსახურებით სარგებლობას სხვა ტაძრების მრევლიც შეძლებს
აქვე შეგახსენებთ, რომ ავტობუსები დღეს ჩვეული რეჟიმით 20:00 საათამდე იმოძრავებენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი მუნიციპალური ტრანსპორტი 3-12 მაისის ჩათვლით არ იმოძრავებს - წერია გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.