ხაშურის მუნიციპალიტეტში, 4 კმ სიგრძის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს



ხაშურის მუნიციპალიტეტში, 4 კმ სიგრძის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხის  4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურის, გომისა და აგარების 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც  ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი  და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

„საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები  მარტის ბოლოს  დასრულდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ