,,ტვ მონიტორინგის" ოპერატორს გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები, ფიზიკურად გაუსწორდნენ



,,ტვ მონიტორინგის" ოპერატორს გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები, ფიზიკურად გაუსწორდნენ

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები ,,ტვ მონიტორინგის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დაწესებულების გარე პერიმეტრზე მოხდა. როგორც თორნიკე გელიტაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით შენობის კადრებს იღებდა, რა დროსაც  ძაღლი მიუქსიეს, ამის შემდეგ კი მას სამი თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ოპერატორსა და აიპის თანამშრომების დაპირისპირებას თვალს ადევნებდა სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი მოიმოქმედა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ