,,ტვ მონიტორინგი" წუხს შექმნილი უხერხულობის გამო და საჯაროდ ბოდიშს უხდის ,,გორმედის" კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახს და აუდიტორიას - რედაქცია შეცდომაში იქნა შეყვანილი
🔻,,ტვ მონიტორინგი" წუხს შექმნილი უხერხულობის გამო და საჯაროდ ბოდიშს უხდის ,,გორმედის" კლინიკაში გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახს და აუდიტორიას - რედაქცია შეცდომაში იქნა შეყვანილი.
!!კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ტელევიზიის ინტერსესს არ წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანა და ვინმესთვის ზიანის მიყენება.
👉გვსურს გაცნობოთ , რომ “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე ასაკის მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტზე “ტვ მონიტორინგის” მიერ მომზადებული მასალა, რომელიც ეთერში 2024 წლის 13 აგვისტოს გავიდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
👉საბჭომ მიიჩნია, რომ მასალაში არ ჩანდა ინფორმაციის გადამოწმების სათანადო მცდელობა. მასალა ეყრდნობა მხოლოდ ერთი მხარის, კლინიკის, პოზიციას, მხარის, რომელიც ცალსახად დაინტერესებული, მიკერძოებული მხარეა და, შესაძლოა, სულაც არ აწვდიდეს ჟურნალისტს ზუსტ ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, სიუჟეტის დასაწყისში წამყვანმა გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც, მისი თქმით, გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს, თუმცა ქარტიის სხდომაზე ოჯახის ადვოკატმა და გარდაცვლილის მეუღლემ კატეგორიულად უარყვეს მათი ოჯახის მხრიდან “ტვ მონიტორინგისთვის” რაიმე ინფორმაციის მიწოდება და მათი ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. მათივე ცნობით, საბჭოს ძალებს აღემატება იმის დადგენა, ვის გულისხმობდა გადაცემის წამყვანი გარდაცვლილის ახლობლებში, ვის გაესაუბრა ჟურნალისტი ოჯახის ახლობლებიდან და როდის. ეს ინფორმაცია ეთერში გასულ მასალაშიც არ ჩანს.-ვკითხულობთ განცხადებაში.
👉“ახლობლების ინფორმაციით, ქალს საკეისრო კვეთით უნდა ემშობიარა, მოულოდნელად კი კომაში ჩავარდა” - ეს გახდა ერთ-ერთი სადაო ციტატა, რომელიც ეთერში ითქვა და რასაც გარდაცვლი ქალის ოჯახი არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ ტელევიზიას უშუალოდ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, რასაც რედაქციაც ადასტურებს, რადგან იმ მომენტში, ჭირისუფლებისგან მიეღო ინფორმაცია არაეთიკურად მიიჩნია.
👉გვინდა განვმარტოთ, რომ ამ მძიმე ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელში, facebook ჯგუფში ,,ჩემი გორი“ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია, სადაც გარკვეული ადამიანები გამოსთქვამდნენ წუხილს. ,,ტვ მონიტორინგმა" სწორედ მათგან რამდენიმე პირთან დაამყარა კომუნიკაცია, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ ოჯახის ახლობლები და ჰქონდათ აღნიშნული ინფორმაცია. რა თქმა უნდა წყაროს ვინაობის გამხელა მასალაში არ მომხდარა, რადგან არ შექმნილიყო მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე.
📜გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მასალა იქამდე იქნა ამოღებული ყველა პლატფორმიდან, ვიდრე ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ფართო მასებისთვის აღარ გამხდარიყო ხელმისაწვდომი. საკითხი ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოს განხილვას დაექვემდებარა მაშინ, როცა თავდაპირველად მივიღეთ ინფორმაცია ქარტიაში განცხადების დარეგისტრირების თაობაზე. მასალის შესწავლისას ახლობლების ინფორმაცია იქნა არასანდოდ მიჩნეული, რადგან შესაძლოა, ვერ იაზრებდნენ იმ მომენტში რას ამბობდნენ. აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყოფილიყო მცდარი და ორგანიზაცია შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ამბების წამყვანის ტექსტი სწორედ მათ ნაამბობზე დაყრდნობით მომზადდა, საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნა გარდაცვლილი ქალის ოჯახის საუკეთესო ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღნიშნულის მოთხოვნით არ მიუმართავთ ტელევიზიისთვის და ამჯობინეს ქარტიისთვის მიემართათ. ოჯახის პოზიცია კი ის არის , რომ მათი შვილი ,, გორმედის" ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და მას არანაირი სხვა დაავადება არ ჰქონია. კლინიკის განცხადებით კი, მომხდარს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იკვლევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების გასავრცელებლად კი ტელევიზია დაელოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას.
🖥მოგეხსენებათ, რომ ახალი ამბების მომზადებისას, შესაძლოა გაიპაროს გარკვეული უზუსტობები, რადგან ამაში დაზღვეული არავინაა. ტელევიზია ყოველთვის მზად არის მომართვის შემთხვევაში აღმოფხვრას უნებლიედ დაშვებული ხარვეზი, რადგან ორგანიზაცია მხარეს არ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანი მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებაა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და ამიტომ ,,ტვ მონიტორინგი" სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საეთერო დრო დაუთმობს გარდაცვლილი ქალის ოჯახს და დეტალურად შეისწავლის მომხდარს რათა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია ეცნობოს.
🙏კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ რედაქცია წუხს შექმნილი უხერხულობის გამო და საჯაროდ ბოდიშს უხდის ოჯახს და ჩვენს აუდიტორიას. ტელევიზია მზად არის ითანამშრომლოს ოჯახთან და სურვილის შემთხვევაში მოამზადოს მასალა მხარეთა ჩართულობით ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ,,ტვ მონიტორინგი“ მზად არის მხარეებთან ითანამშრომლოს.