საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

BOG


საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი. - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.  სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, დიდი ოდენობით - 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ