პირველი მარტიდან ნადირობა იკრძალება
პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება და ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება და ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდება.
ნადირობის სეზონის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 900-მდე სამართალდარღვევა გამოავლინეს.
დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, უარი თქვან ბრაკონიერობაზე და მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები - ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.