გურამ ფალავანდიშვილისა და ზურა მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

BOG


გურამ ფალავანდიშვილისა და ზურა მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

სიძულვილის ენით გამორჩეული რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, პრორუსული მედია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც. 

შინაგან სამქეთა სამინისტრო, "მთავარის" ვებგვერდთან საუბრისას ადასტურებს, რომ რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, ნაწილში კი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ სახელებს არ აზუსტებს.

ცნობისთვის, ფალავანდიშვილი და მახარაძე 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან. ისინი წლებია ჰომოფობიურ განცხადებებს და მოწოდებებს ავრცელებენ, ასევე, თითქმის ყველა ჯერზე მათ მიერ იყო ორგანიზებული "თბილისი პრაიდის" ღონისძიების საწინააღმდეგოგდ გამართული აქციები. "ალტ-ინფო" და მისი გადაცემები კი პირდაპირ ძალადობრივ მოწოდებებს ტირაჟირებენ, მათი ეთერიდან ისმის მუქარა განსხვავებული ორიენტაციისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ