გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტროენერგიის
მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ხაშურში თამარ
მეფის, ახალციხის, კოტე სვანიძის, წერეთლის, გაგარინის, კოსტავას, ალ ჭავჭავაძის
ქუჩებზე, ზემო სერზე. 15:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფლებში გომი, აგარები, ხიდისყური, ვაყა, სატივე, ზემო
ოსიაური-ჩუმათელეთის გზატკეცილზე.
11:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს გორში პუშკინის, ცხინვალის, გოგებაშვილის,
ტყვიავის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.