გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 12:00-
დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღაიანი, მუხრანი, ქსანი და მიმდებარე
სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფლებში აზარმა, კლდისწყარო, ოსიაური, ლუბრუმა და
მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გორის
მუნიციპალიტეტის სოფლებში ტყვიავი, მარანა, ფლავისმანი, ძევერა, ქიწნისი,
ფლავი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.