იცით თუ არა, რომ კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის ადეკვატური დოზაც ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება



იცით თუ არა, რომ კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის ადეკვატური დოზაც ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება

მარტივად მოსამზადებელი, პროტეინით სავსე, კარგი გემობრივი თვისებებით, - საუბარია კვერცხზე, რომლის ადამიანის ჯანმრთელობის ზემოქმედებაც მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს.

წლების მანძილზე კვერცხის ყოველდღიურ საკვებად გამოყენება საკამათო საკითხი იყო მასში მაღალი ქოლესტერინის შემცველობის გამო. ზოგიერთი კვლევის თანახმად, სწავლებებმა აჩვენეს,რომ კვერცხს შეუძლია სხვადასხვა გულის დაავადებები გამოიწვიოს.

საზიანოა თუ არა ბევრი კვერცხის მიღება ჯანმრთელობისათვის?

უფრო დეტალურად, თუ გავეცნობით კვერცხის შემცველობას და უჯრედულ მხარეს, ვნახავთ, რომ ის აუცილებელია ორგანიზმში უჯრედების წარმოქმნისთვის და ასევე სხეულს ეხმარება D ვიტამინის გამომუშავებაში, ტესტოსტერონის და ესტროგენის ჰორმონებთან ერთად. კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის ადეკვატური დოზაც ადამიანის ჯანმრთელობაზე კარგად აისახება.

საკვებში ზოგადად ორი სახის ქოლესტერინს ვხვდებით - LDL და HDL ჯგუფებს. კვერცხი მაღალი რაოდენობით შეიცავს HDL ჯგუფის ქოლესტერინს, რაც დადებითია ორგანიზმისთვის. კვერცხთან ერთად ამ ტიპის ქოლესტერინითაა გაჯერებული სხვადასხვა სახის ხორცეული და მათ შორის კრევეტებიც. კვერცხი ასევე შეიცავს LDL-ს მცირე რაოდენობით, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა.

ამ ეტაპისთვის მეცნიერებს არ აქვთ საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, - შეუძლია, თუ არა კვერცხის ქოლესტერინს გულის დაავადებების გამოწვევა. ამ მხრივ მეტად საშიშია ის ცხიმები და ტრანს ცხიმები, რომლებსაც ჩვენ სხვა საკვებისგან ვიღებთ.

2015 წელს ჩატარებული 40 კვლევის შედეგებით კი დადგინდა, რომ LDL ქოლესტერინს არ აქვს არანაირი კავშირი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებთან. კონექტიკუტის უნივერსიტეტის ჩატარებული კვლევების თანახმად, კი კვერცხის ყოველდღიურ საკვებ რაციონში გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამომწვევი მიზეზი არ იქნება.

კვერცხი ასევე შეიცავს ლუტეინს, პიგმენტს, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს მხედველობას და ამცირებს თვალის დაავადებათა რისკს. ქოლინის შემცველობის გამო კი პროტეინის ბურთები ადამიანებს იცავენ ალცჰეიმერის განვითარებისგან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ