გიორგი კანდელაკს დაკითხვის დროს ხელი გორელმა დეპუტატმა დაადო - ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებიდან ამონარიდი ვრცელდება
გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების სკანდალი - ირკვევა, რომ გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი შავი ბიზნესის თანამონაწილედ, გორის საკრებულოს დეპუტატმა გამოაცხადა.
როგორც გოგიჩაშვილი ჩვენებაში აღნიშნავს, ამის შემდეგ უაქციზო, ფალსიფიცირებული სასმლების კლიენტების მოძებაში გიორგი კანდელაკი ჩაერთო, რომელსაც ჩვენების მიხედვით, წილი უნდა მიეღო:
გთავაზობთ ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენებიდან ამონარიდს:
2020-2021 წლებში, რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიამ სახელწოდებით „რუსული ღვინის საწარმო სახლი“, გამოთქვა ჩემთან სურვილი ვისკის შესყიდვაზე. „ალიდამ“ სარეალიზაციოდ დაუმზადა ვისკი, რომელიც მე მოვიგონე და დავარქვი „ბორკან“. ვისკი სახელად „ბორკან“ გავუგზავნეთ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიას, მათ მოეწონათ შპს „ალიდას“ პროდუქცია და მითხრეს, რომ ვინაიდან მათ ვისკის ხარისხი მოეწონათ, საქართველოში დაგვემზადებინა უაქციზო ბრენდული სახელწოდების ვისკები და არყები. 2024-2025 წლებში შპს ალიდან ჩამოასხა დიდი ოდენობით ბრენდული ვისკი სახელწოდებით - ჩივას რეგალი „Chivas Regal”, არყები„Beluga”, გრეი გუსი „“ და ბელვედერი „Belveder”, რომელიც გახლავთ უაქციზო. მათი რეალიზაცია რუსეთში ვერ შევძელი, რის გამოც დავიწყე კლიენტის მოძიება საქართველოში. მთელი ამ პროცესის, შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში, ისევე, როგორც მე ასევე გიორგი კანდელაკი მასიურად ვეძებდით პირებს, ვინც გამოთქვამდნენ სურვილს მათ შეძენაში, რადგან გიორგი კანდელაკიც აღნიშნულში რა თქმა უნდა მოგებას ნახავდა, ოდენობა დამოკიდებული იყო გაყიდული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რაოდენობაზე"- წერია ჩვენებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.
წყარო:tvpirveli