მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება

BOG


მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება. კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეფორმა, რომელსაც საჯარო რეესტრი 2022 წლიდან ახორციელებს, 1 იანვარს სრულდება.

ქვეყნის საკადასტრო დაფარვა 95 პროცენტზე მეტია. მიწის რეგისტრაციის ყველა განაცხადს, რომელიც მოქალაქეებს აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს.

თუ დაინტერესებულმა პირებმა რეფორმით ვერ ისარგებლეს, ისინი შეძლებენ მოთხოვნა პირველი იანვრიდან სპორადული წესით წარადგინონ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ