,,მიწაზე დავა არ გვქონია“ - რა გახდა ლევან გამრეკელსა და მეუფეს შორის დაპირისპირების მიზეზი
სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტმა სვიმეონმა, ქვიშხეთის ტაძრის ამბიონიდან ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- ბიზნესმენი, ლევან გამრეკელი გააკრიტიკა. მეუფე სვიმეონმა გამრეკელს პოპულისტი უწოდა და თქვა, რომ ქველმოქმედებით ის პიარს იკეთებს, რადგან მერობა სურს. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს და ,,ქართული ოცნების“ წევს დავა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებითაც ჰქონდათ, რასაც გამრეკელი უარყობს.
,,მეუფესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ბოლო ორი ტვეა, რატომღაც გაღიზიანებულია. ჭორის დონეზე მითხრეს, რომ მე გაუკრიტიკებივარ ერთ-ერთი ქადაგების დროს ამბიონიდან. მაგასთან არაფერი დავა არ მქონია მიწასთან დაკავშირებით. თვითონ აინტერესებდა რაღაცა და მივიდა იქ, სადაც კარიერი აქვს ადამიანს ლიცენზირებული და ამბობდა გამრეკელისააო. სხვა არფერი არ ყოფილა და არ ვიცი რა ხდება. მეც გაკვირვებული ვარ“ - ამბობს ხაშურელი ბიზნესმენი და საკრებულოს ტავმჯდომარეს მოადგილე, ლევან გამრეკელი.
,,ტვ მონიტორინგმა“ გაარკვია, რომ მიტროპოლიტსა და ხაშურელ მაღალჩინოსანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეპისკოპოსმა გამრეკელს დიდი ოდენობით თანხა სთხოვა, რაზეც გამრეკელმა უარი უთხრა. აღნიშნულს ადასტურებს ხაშურელი სამოქალაქო აქტივისტის ის პოსტი, რომელიც ზაზა მეხრიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.მეხრიშვილი ყვება, რომ მეუფე ხაშურში ყველა ბიზნესმენს არეკეტებს.
"მეუფე გამრეკელთან მივიდა დიდ ფულზე და გამრეკელმა უარი უთხრა. ამის შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია. არის ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც გამრეკელის ოჯახია ჩართული. საწარმოს ლიცენზირებული მიწა აქვს აღებული, აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერია, მასალა უნდა ამოიღონ 80 ჰექტარი მიწაა და მეუფეს იმის მითვისება უნდა. მიეჭრა იქ, გააჩერებინა სამუშაოები, რომ ეს მიწა მე მჭირდებაო, ახევა უნდა იმ ყველაფრის. ლაპარაკია დიდ ფულზე, ის მიწაც დიდი ფული ღირს. შეგიძლიათ დაიაროთ ყველა ბიზნესმენი და ჰკითხოთ, მთელ ხაშურში ყველასთან მიდის სესხად. გამოართმევს ფულს სესხად და მერე აღარ აბრუნებს, ასე აქვს ყველაფერი მიტაცებული", - თქვა ზაზა მეხრიშვილმა.
ინფორმაცია ხაშურელ ბიზნესმენსა და ეპისკოპოსს შორის დაპირისპირების შესახებ თავდაპირველად სწორედ მეხრიშვილმა გაავრცელა. ის წერდა, რომ ეპისკოპოსმა ქვიშხეთის ეკლესიაში ლევან გამრეკელი ალბიონიდან გააკრიტიკა.
თემაზე რეპორტაჟს ,,ტვ მონიტორინგი" ამზადებს და დეტალებს დღეს, დღის მთავრ საინფორმაციო გამოშვებაში, 19:00-ზე ნახავეთ, სადაც ყველა მხარის პოზიციას მოისმენთ.