ავარია მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში - მძიმედ დაშავდა ოთხი ადამიანი



ავარია მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში - მძიმედ დაშავდა ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან ცოტა ხნის წინ მოხდა. შედეგად ოთხი შუახნის მამაკაცი დაშავდა. ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც ,,TV მონიტორინგისთვის‘‘ გახდა ცნობილი, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათი მდგომარეობ ჩვენი ინფორმაციით, მძიმეა. დაშავებულები სამიდიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

 ავარიის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი სამსახური ადგენს, წინანსწარი ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებული სიჩქარის გამო მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ