შიდა ქართლში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დადასტურდა



შიდა ქართლში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 618 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643 საიდანაც 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 899 პირი, საიდანაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება 189 პაციენტი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ