ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია



ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს.

ლაშა მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე კორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა.

ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი, სადაც ლაშა ნახევარფინალში, 12:30 საათზე დაიწყება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ