თუშიშვილი ნახევარფინალშია - გურამი ფინალის საგზურისთვის რუს ბაშაევთან იჭიდავებს



თუშიშვილი ნახევარფინალშია - გურამი ფინალის საგზურისთვის რუს ბაშაევთან იჭიდავებს

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს. მეოთხედფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

შეგახსენებთ,რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან იჭიდავებს, რომელმაც მეოთხედფინალში სენსაციურად ტურნირის მთავარი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში დაამარცხა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ