2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ - კანონპროექტი
2022 წლის პირველი მარტიდან მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება - ამას "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
"მოპედების მართვისთვის არ არის საჭირო სპეციალური მართვის მოწმობა, შესაბამისად, ნებისმიერი პირს შეუძლია შეიძინოს და მართოს. მასზე მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს - ჩაფხუტის ტარების აუცილებლობა და ის, რომ პირი ნასვამი არ უნდა იყოს", - თქვა სხდომაზე დარახველიძემ.
კანონპროექტის თანახმად, დაემატება მართვის მოწმობის ახალი კატეგორიები - AM და A2. მოპედები AM
კატეგორიაში გავა, A2 კატეგორიაში კი საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები იქნებიან.
მოპედების მართვის უფლება კი ექნებათ იმ პირებს, რომლებიც ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას, აიღებენ მართვის მოწმობას და რომლებსაც შეუსრულდათ 16 წელი.
A2 ქვეკატეგორიის მოწმობის აღება კი მოქალაქეებს 18 წლიდან შეეძლებათ