ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე



ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე

საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე და შარლ მიშელის შეთანხმებაც ევროინტეგრაციის გზის ნაწილია. ჯერ ცოტა ადრეა იმაზე საუბარი, აისახება თუ არა ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ხალხი დაზარალდეს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ვიხილოთ, როგორც ადრე შევთანხმდით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ასევე კარგად ესმით ეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო არის შარლ მიშელის დოკუმენტის ერთგული და არავინაა დაინტერესებული, რომ უარი თქვას იმაზე, რასაც ხელი მოაწერა. შეთანხმება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს თავს მოვალედ, შეასრულოს ვალდებულება. საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე და ეს შეთანხმებაც ევროინტეგრაციის გზის ნაწილია. ჯერ ცოტა ადრეა იმაზე საუბარი, აისახება თუ არა ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ხალხი დაზარალდეს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ვიხილოთ, როგორც ადრე შევთანხმდით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ასევე კარგად ესმით ეს. რაც შეეხება სანქციებს, ჩემზე არ არის დამოკიდებული რამის გადაწყვეტა - მე აქ სხვა მისიით ჩამოვედი. მინდოდა, მესაუბრა ქართველ კოლეგებთან ჟან მონეს დიალოგზე, პროცედურაზე, იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ ოპოზიციის უფლებები პარლამენტში - ეს იყო ჩემი მიზნები. ჩვენ ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიის ქმედებებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორც ევროპელები, დავიცავთ ვალდებულებებს და ვიმუშავებთ მათ იმპლემენტაციაზე. არ გვინდა ვიხილოთ საქართველო, რომელიც გადაუხვევს ევროპულ გზას“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ