გიორგი გახარია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ - ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს



გიორგი გახარია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ - ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს

ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს. ხალხი საერთოდ არავის ახსოვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღეს სტეფანწმინდაში პარტიის ახალი ოფისის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ქაოსი უნდა დასრულდეს, რომ სახელმწიფო ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს.

„ეს ქაოსი დასამთავრებელია და სახელმწიფო სახელმწიფოს თუ არ დაემსგავსა და წესრიგი თუ არ დამყარდა, სულ ასე ვიქნებით ჩვენ. ლანძღვაში, გინებაში, ცემა-ტყეპაში და ასე გაურკვევლად. გლეხი იქნება უპატრონოდ - მოქალაქეები არავის აღარ აინტერესებს. ერთი ფიქრობს ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს და მეორე ცდილობს ეს ძალაუფლება ხელში როგორ ჩაიგდოს. ხალხი საერთოდ არავის ახსოვს. ხალხი რომ ახლა დაავიწყდა ყველას - ეს პრობლემაა", - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს - რაც დრო გადის, უფრო ერთნაირები ხდებიან და ახლა ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. არავინ არ ამბობს, რომ იქ ყველაფერი ცუდი იყო - მეც იქ ვიყავი და იქ ბევრი რამე კარგიც იყო და ბევრი ღირსეული ადამიანიც არის დარჩენილი. უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი - წყნარად, მშვიდად, ყველანაირი გადატრიალებების და რევოლუციების გარეშე - არჩევნების გზით, ისე, როგორც ჩვენ და ჩვენს წარსულს და ისტორიას შეეფერება, ლანძღვა-გინების გარეშე, ღირსებით, ნელა უნდა მივყვეთ და ეს ბრძოლა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ, ყველამ ერთად“, - აღნიშნავს გახარია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ