ხაშურში სამოქალაქო აქტივისტი სცემეს
ხაშურში სამოქალაქო აქტივისტს მძიმე ფიზიკური დაზიანებები, სახის არეში აქვს მიყენებული. ზაზა მეხრიშვილის თქმით, მას ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს. მისივე თქმით, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც ჩინოვნიკები კორუფციულ გარიგებებში ამხელა. სავარაუდო მოძალადე კი მეხრიშვილის თქმით, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილია.
საკრებულოს თავმჯდომარის გარდა მეხრიშვილი ფიზიკურ ძალადობაში ხაშურის მერიის სხვა მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს. მისი თქმით, სერგო ლალიაშვილი და კოტე ფრუიძე მას თავს ადმინისტრაციულ შენობაში დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
ზაზა მეხრიშვილი განხორციელებულ ანგარიშსწორებას მის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია.
.