ხვალიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება



ხვალიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება

ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას ხვალიდან იწყებს. მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილებულია.

სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან daiwyo, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ