ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ხაშურში გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში კალათბურთში გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი გუნდმა „მახარა“ დაიკავა, მეორე ადგილზე „U14“, ხოლო მესამე ადგილზე „SPADERS“ გავიდა.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ, სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ გაჩეჩილაძემ, სასპორტო სკოლის ხელმძღვანელმა ვანო ხარაზიშვილმა და გიორგი მახარაშვილის მამამ, ალიკა მახარაშვილმა გადასცეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ლუკა გელაშვილს გადაეცა.

გიორგი მახარაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ხაშურის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

გორის ხელბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

გორის ქალთა ხელბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის „მართვე“ ანგარიშით 42:35 დაამარცხა და სეზონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

ახალციხეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა კრივში, 2012-2013 და 2014-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს 25…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვეს

ქუთაისში, მურად დოხტურიშვილისა და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდმა 18…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.