გიგი წერეთელი - საზოგადოებამ „ოცნებას“ უნდა დაანახოს, რომ ისინი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა



გიგი წერეთელი - საზოგადოებამ „ოცნებას“ უნდა დაანახოს, რომ ისინი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა

საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაანახოს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს ისინი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი - საქართველოს მოქალაქეები და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა მათი გადასაწყვეტია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, თუმცა, მანამდე გავიდნენ ხელშეკრულებიდან, ყველა თავის დაპირებაზე უარი თქვეს, ეს დაპირებები უკვე 9 წელია არ სრულდება. მოსახლეობას ეს არ უკვირს, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადია, ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მათ აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილები, სკამები და კარგი ცხოვრება, რომელიც ხალხისგან განსხვავებით აქვთ, ამიტომ აქ ერთადერთი გზა ის არის, რომ საზოგადოებამ დაარწმუნოს ისინი, რომ მათ არავინ ეკითხება და მათი გადასაწყვეტი ვერ იქნება ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა. ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი - საქართველოს მოქალაქე და ეს, რაღაც გარკვეულ ნაწილზე ფსიქოლოგიური ეფექტის მომტანი განცხადებები, საბოლოო ჯამში არაფერს არ მისცემს “ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზიანებს ქვეყანას“, - განაცხადა წერეთელმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ