2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევენები არ იქნება - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნება" 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის მსგავს შეთანხმებებს მმართველი გუნდი მომავალში აღარ გააფორმებს. შეთანხმება ანულირებულია და როგორც კობახიძე ამბობს ეს იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლა, რაც მეორედ აღარ მოხდება.
"შეთანხმება არის ანულირებული - ეს ერთი და მომავალში, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასდროს მოხდება. 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევენები არ იქნება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.