Atlantic Council-ი: საქართველოში რუსეთის სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით, საერთაშორისო რეაქცია გასაოცრად მდუმარე იყო - 13 წელია, ამის შედეგები უფრო ფართო გეოპოლიტიკურ გარემოზე ახდენს გავლენას



Atlantic Council-ი: საქართველოში რუსეთის სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით, საერთაშორისო რეაქცია გასაოცრად მდუმარე იყო - 13 წელია, ამის შედეგები უფრო ფართო გეოპოლიტიკურ გარემოზე ახდენს გავლენას

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი: პუტინის მწვანე შუქი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Atlantic Council-ი. მასალაში ავტორი, პიტერ დიკინსონი 2008 წლის ომზე, რუსეთის განგრძობად აგრესიაზე წერს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არასაკმარის რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„800 წლის 8 აგვისტოს რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს, რაც ევროპის ისტორიაში, 21-ე საუკუნის პირველ ომად მოინიშნა. თავად კონფლიქტი რამდენიმე დღეში დასრულდა, თუმცა, 13 წელია, მისი შედეგები უფრო ფართო გეოპოლიტიკურ გარემოზე ახდენს გავლენას. საქართველოში რუსეთის სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით, საერთაშორისო რეაქცია გასაოცრად მდუმარე იყო“, - წერს ავტორი.

დიკინსონი აღნიშნავს, რომ აშშ-ში, ობამას ახალი ადმინისტრაციის პირობებში, „რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა“ რუსეთში კვლავ „სათავისოდ“ გაიგეს.

„ეს დამთმობი მიდგომა მოსკოვში ბევრმა განმარტა, როგორც, რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში, შემდგომი აგრესიული ქმედებებისკენ არაფორმალურ „მიპატიჟებად“. რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წლის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ბევრად უფრო ყოვლისმომცველი სამხედრო კამპანია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც, მოსკოვი აგრძელებს ოკუპაციას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ახლა ფართოდ არის აღიარებული, როგორც საეტაპო მოვლენა რუსეთსა და დასავლეთს შორის პოსტსაბჭოთა თანამშრომლობის ეპოქიდან ცივი ომის კლიმატზე ტრანსფორმაციისკენ“, - ვკითხულობთ მასალაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ