ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება



ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ხაშურში, ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე, ტრიბუნაზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. სკამები, ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, თეთრი ფერით, კი მათზე წარწერა „ივერია“იქნება გამოსახული.

„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და სტადიონის შიდა განათება. ფილებით მოპირკეთდა სტადიონის გარშემო, საფეხმავლო ბილიკები ,დამონტაჟდა ელექტროტაბლო, გარე პერიმეტრზე-განათებები, განხორციელდა ტრიბუნაზე შიდა კომუნიკაციებისა და ვენტილაციის სისტემების გამართვა.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ