საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს



საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ