სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
სახალხო დამცველის აპარატი მზად არის მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმაროს. ამის შესახებგანცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება. თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ! საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!“, - ნათქვამია განცხადებაში.