გორში ორ პირი გოგოს გატაცებასა და ცემაშია ბრალდებული
ქალის გატაცებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, გორის მერიის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. დაზარალებულის ინტერესების დამცველი, ალექსი მერებაშვილის თქმით, დაკავებული მერიის თანამშრომელი გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულებს წარდეგნილი ბრალი დაუმძიუმდეთ.
,,მოიტაცეს, გზაში ერთი-ორიც გაარტყეს, ყელში ხელები წაუჭირეს და ოჯახის წევრების მოკვლითაც დაემუქრნენ. მეორე დღეს ამ გოგოს საქმროსაც დაურეკეს გუშინ შენი საცოლე ჩვენთან იყოო და ნიშნობაც ჩაუშალეს. ერთ-ერთი "ჯიგარი" 16 წლამდე ასაკის სხეულში სექსუალური შეღწევისთვისაც იყო ადრე გასამართლებული." - ამბობს ალექსი მერებაშვილი.
მერებაშვილი ინფორმაცით, საქმეში მონაწილე და კიდევ ერთი ეჭვმიტანილი შსს-ს სპეცრაზმელია, რომელიც ამჯამად მიმალვაშია.
“მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება მიდის თავისულფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგფის მიერ. თუმცა ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას და მოვითხოვოთ ბრალის დამძიმება გენდერული ნიშნის გამოკვეთით, ასევე იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნებიც, რომლებზეც აუცილებლად უნდა იმუშაოს გამოძიებამ. ამაზეც ვაპირებთ მიმართვას“ - ამბობს მერებაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიებაა. მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.