მიმაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა, რადაგან იგი არ დასრულდება დადებითი შედეგებით, ამის არაერთი სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში
გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მრევლს მიმართავს.
,,მიმაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა, რადაგან იგი არ დასრულდება დადებითი შედეგებით, ამის არაერთი სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თუ ვთვლით, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდა, დაუტევა საბჭოური აზროვნება და უფრო მეტად მიუახლოვდა დემოკრატიულ პრინციპებს, საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე.“ - წერია მიმართვაში.