ხაშურის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი საკუთარ ბიოგრაფიას აქვეყნებს - ვინ არის იოსებ ბუაძე



ხაშურის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი საკუთარ ბიოგრაფიას აქვეყნებს - ვინ არის იოსებ ბუაძე

ხაშურის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული მერობის კანდიდატი საკუთარ ბიოგრაფიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,დავიბადე 1968 წლის 9 ივლისს ქალაქ ხაშურში და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ აქ გავატარე.

გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველაზე დიდი ფასეულობა პატიოსნება, განათლება და პროფესიონალიზმი იყო და რასაც მინერგავდენ ჩემი მშობლები:

დედა - თამარ (ლუარა) გაგნიძე, პროვიზორი, რომელმაც შრომითი საქმიანობა დაიწყო 1959 წელს ხაშურის ცენტრალურ აფთიაქში და 2019 წლამდე ეკავა აფთიაქის გამგის მოადგილის პოსტი. იგი 60 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანდაცვის სფეროს.

მამა - ემზარ ბუაძე, სწავლული აგრონომი, მევენახეობა-მეხილეობის სპეციალისტი, შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს, ალის სანერგე მეურნეობიდან და სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ქვიშხეთის მეურნეობაში, იყო ცხრამუხის უბნის უფროსი, უძღვებოდა ტეზრის მეურნეობას. 1979 წლის 1 იანვრიდან მისი თაოსნობით ჩამოაყალიბდა ხაშურის გამწვანება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობასი უძღვებოდა. მისი პირადი ინიციატივით და ბატონი ლევან დათიაშვილის მხარდაჭერით მოეწყო მაშინ ხაშურში ცენტრალური ფანტანი (ე.წ. „მოცეკვავე ფანტანი“) და სკვერები, მათ შორის ზემო სერის გამწვანება. ამ დარგს შემდგომ სათავეში ჩაუდგა და ტრადიცია გააგრძელა მისმა ძმამ - თემურ ბუაძემ. 1992-1996 წლებში მამა იყო დასუფთავებისა და კეთილმოწყობის საწარმოს ხელმძღვანელი. 1997 წლიდან, 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ხაშურკანალს“, ძმის - თემურ ბუაძის დაღუპვის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა გამწვანების სამსახურს, სადაც მუშაობას თავი დაანება გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 2018 წლამდე.

ბაბუა, იოსებ (მოსე) ბუაძე, იმ პერიოდისათვის ერთადერთი ბანკის, მართლაც, რომ ლეგენდარული მმართველი 1943 წლიდან. იმ დროს ბანკი იყო პასუხისმგებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე - აკონტროლებდა ფულის მასის ემისიას და შემუშავებული გრაფიკით, ეტაპობრივად რიგდებოდა ხელფასები რკინიგზელებზე, სამედიცინო სფეროსა და განათლების მუშაკებზე. ერთ საინტერესო ფაქტსაც ავღნიშნავ - ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, რომ მაშინ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებულ მშენებლობებს აკონტროლებდა და ზედამხედველობას უწევდა ბანკი და მიღება-ჩაბარების აქტებსაც ადასტურებდა. სამწუხაროდ ბაბუა, როდესაც ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო მისი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის საფინანსო განყოფილების გამგედ გადაყვანა, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიღებული აქვს სტალინის სახელობის ჯილდო.

ალექსანდრე (საშა) გაგნიძე, დამსახურებული მექანიზატორი, თავის ძმასთან - გოგი გაგნიძესთან ერთად, რომელიც იყო სასოფლო სამეურნეო ტექნიის სადგურის (ე.წ. „ემტეესი“) დამაარსებელი და გამორჩეული ხელმძღვანელი, ზრუნავდენ ომის და ომის შემდგომ პერიოდში ხაშურის რაიონში, სოფლის მეურნეობის აღორძინება-განვითარებაზე. ასწავლიდა სურამის N14 პროფ სასწავლებელში მექანიზაციას. მათთან ერთად არ შეიძლება არ აღვნიშნო მათი ძმები - პლატონ გაგნიძე, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არაორგანული ქიმიის კათედრის შექმნის სათავეებთან მყოფი ადამიანი და წლების განმავლობაში ამ კათედრის ლექტორ - მასწავლებელი, კოლია გაგნიძე - საქართველოს ელექტროდისპეჩერიზაციის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მრავალი კვალიფიცირებული ენერგეტიკოსის აღმზრდელი, ჩითახევჰესის მშენებელი. მათი დები თამარა და ელენა (ლიოლია) გაგნიძეები, ქალბატონი თამარა გახლდათ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბუღალტერი, ხოლო ლოლია საქართველოს უნივერსიტეტის საგამმომცემლო სტამბის ბუღალტერი. მათი ძმიშვილი, ქალბატონი ელენე (ლენა) გაგნიძე ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის მთავარი ეკონომისტი.

ჩემს სწავლასა და სამეცნიერო საქმიანობასთან ზიარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა დედაჩემის ძმამ - იოსებ გაგნიძემ, როგორც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და მოსკოვის სახელმწიფო კომუნალური მეურნეობისა და მშენებლობის აკადემიის მასალათა გამძლეობის კათედრის გამგემ.

აი ამ გარემოცვასა და ოჯახის ტრადიციებზე ვარ აღზრდილი. ბავშვობიდან ვარ ჩახედული ისეთ ურთულეს დარგში რასაც საქალაქო მეურნეობა და კომუნალური სამსახური ქვია.

უშუალოდ ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით:

ვსწავლობდი, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად გამოჩეულ ქ. ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში. შემდეგ, მე-9-ე და მე-10-ე კლასი ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მოწინავე რკინიგზის მე-3, ამჟამინდელ ქალაქ ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში. 1985 წელში სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა გავაგრძელე უმაღლესში, მოსკოვში, „საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ (ამჟამად „მოსკოვის ღია უნივერსიტეტი“) საამშენებლო ფაკულტეტის საღამოს დასწრებულზე, სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, დღისით ვშრომობდი, მოსკოვის N3 საამშენებლო ტრესტში, მუშად. 1988 წლიდან, ქ. სმოლენსკში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას, ვიყავი სამშენებლო უბნის უფროსი, რომელიც მოიცავდა 7 სამშენებლო ობიექტს, 1200-დე დასაქმებულით. პარალელურად ვასწავლიდი, „თეორიულ მექანიკის“ პრაქტიკულ კურსს საკავშირო დაუსწრებელი საიჟინრო-საამშენებლო ინსტიტუტის სმოლენსკის ფილიალში.

ჩემი სწავლისა და შრომის გზა ამით არ დასრულებულა, მთელი ცხოვრება, დღემდე, მუდმივად ახლის შემეცნებასა და ახალი იდეების რეალიზებას მივუძღვენი.

გამორჩეულ გამოცდილებებად ვიხსენებ ჩემს უცხოურ ვორკშოპებსა და ტრენინგებს:

• 7.11.-15.11. 2001 წ.ქ. ბელფოსტი. ჩრდილოეთ ირლანდია, საერთაშორისო სასწავლო ტური, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საზღვარგარეთის ქვეყნებში. ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითზე, მმართველობისა და თვითმმართველობის პროექტი (GOCISP);

• 3.09. - 11.09.2006 წ.ქ. პრაღა. ჩეხეთის რესპუბლიკა საერთაშორისო სასწავლო ტური, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და განხორციელება ჩეხეთის გამოცდილების მაგალითზე;

• 27.02. - 1.03.2008 წ. ქ. წახწაძორი, სასომხეთი, საერთაშორისო სასწავლო ტური „ადილობრივი თვითმმართველობა პრაკტიკაში“ თემაზე „ ნარჩენების მართვა და მოქალაქეთა მონაწილეობა“ GTZ - ტექნიკური თანამშრომლობის გერმანული საზოგადოება

• 2.10. - 6.10.2008 წ. ქ. კრაკოვო. პოლონეთი საერთაშორისო სასწავლო ტური, „ელექტრონული მთავრობა“ დანერგვა და განხორციელება პოლონეთის გამოცდილების მაგალითზე;

• 10.10. - 17.10.2009 წ. ქ. ვაშინგტონი, ქ. კოლუმბია. აშშ. აშშ-ს კონგრესის ეგიდით “Open World”-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სასწავლო ტური, თვითმმართველობის განხორციელება აშშ-ს გამოცდილების მაგალითზე;

ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომლის ცოდნა აუცილებელია თვითმმართველობის სწორად ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობისა და მერობის პასუხისმგებლობის გათავისებისთვის:

• 1.12.1998 წ. - 31.05.2002 წ. ქ. ხაშურის საკრებულოს იურიდიული კომისიის წევრი.

• 1.02.1999 წ. - 10.12.2001 წ. წყლის რეალიზაციის ინსპექტორი. შპს „ხაშურწყალი“

• 23.07.2002 წ. - 16.02.2004 წ. ქ. ხაშურის გამგებლის მოადგილე კომუნალურ დარგში. ქ. ხაშურის გამგეობა

• 17.02.2004 წ. - 29.09.2004 წ. პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ვალერი გელაშვილის ბიუროს აპარატის უფროსი

• 07.02.2005 წ. - 01.03.2006 წ. დირექტორი. შპს „ხაშურის სანდასუფთავება“

• 23.01.2007 წ. - 01.03.2007 წ. კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

• 18.06.2007 წ. - 01.12.2012 წ. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

• 8.12.2016 წ. - 10.12.2020 წ. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის სიმონ ნოზაძის ბიუროს ხელმძღვანელი (წამყვანი სპეციალისტი)

• 01.12.2013 წ. - 31.12.2013 წ. ექსპერტ-კონსულტანტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

• 01.01.2014 წ. - 15.07.2014 წ. ექსპერტ-კონსულტანტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აღნიშნულთან ერთად, აქტიურად ვმოღვაწეობდი სამოქალაქო სექტორში და ძალას არ ვიშურებდი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბაბა-გაძლიერების მიმართულებით.

1999 წლიდან დღემდე ვარ ასოციაცია „ხაშურის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა კავშირი“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ასევე „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია“ (უსმა/USMA) აღმასრულებელი მდივანი, პრეზიდიუმის წევრი, სხვა 4 ორგანიზაციის დამფუძნებელი და საბჭოს წევრი ა(ა)იპ-ი „იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა დახმარების ფონდი“, იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ-ი „იმედი“, ა(ა)პ-ი „ხაშურის სასოფლო დარბაზი“, ა(ა)პ-ი „საქართველოს სასოფლო დარბაზი“

სამოქალაქო ორგანიზაციებში (ე.წ. „არასამთავრობო“ ორგანიზაციებში), სხვადასხვა პერიოდში ვხელმძღვანელობდი ან უშუალოდ ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, ვარ საერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერი.

ავღნიშნავ ჩემი აზრით რამოდენიმე მნიშვნელოვან გამოცდილებას:

* 1.09.1998 წ. - 31.10.2000 წ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხაშურის რაიონის კოორდინატორი, ყველა დონის არჩევნების მონიტორინგი.

* 1.10.2001 წ. - 31.05.2002 წ. მმართველობისა და თვითმმართველობის პროექტის (GOCISP)-ის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „გამჭვირვალობა - დემოკრატიის გარანტი“ მენეჯერი

* 1.05.2001 წ. - 16.05.2002 წ. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES-საქართველო)

ამომრჩეველთა განათლების რეგიონალური კოორდინატორი ხაშურის და ქარელის რაიონებში.

* 26.09.2003 წ. - 31.05.2004 წ. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES. LTD) შიდა ქართლის კოორდინატორი, ყველა დონის არჩევნების მონიტორინგი.

* 1.07.2004 წ. - დღემდე საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“

ასოცირებული ტრენერი-ფასილიტატორის რანგში სხვადასხვა პერიოდში

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში CHF-ის პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ ფარგლებში.

- ხაშურისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენა CHF-ის პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ფარგლებში.

- მენტორი "სამოქალაქო განათლების პროგრამა "სიგმა"-ს ფარგლებში მონაწილეთა ჯგუფების ტრეინინგი

- „საარსებო საშუალებების მდგრადი განვითარება და რეგიონალური დაგეგმარება“ ფარგლებში

- სოფლის საბჭოს წევრების ტრეინინგები

- ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის უნარ - ჩვევები

- პროექტი „დაგეგმვა განვითარებისთვის - საჯარო სკოლებში სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელება“

* 10.05.2010 წ. - 03.04.2011 წ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების კომიტეტის წევრი და პროცესის ფასილიტატორი. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოცალ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმის შედგენა.

* 1.12.2013 წ. - 15.07.2014 წ. საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაცია

პროგრამა „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში შექმნილი საკრებულოს სამუშაო ჯგუფის მდივანი

* 1.07.2014 წ. - 31.07.2014 წ. CARE საქართველო, ტრენერ-ფასილიტატორი

პროექტი „მდინარე რიონისა და მდინარე ალაზანის აუზში არსებულ სკოლებში ეკოკლუბების დაფუძნებისა და ფუნქციონირებნის ხელშეწყობა“.

* 1..05.2015 წ. - 31.07.2015 წ. საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაცია, ტრენერ-ფასილიტატორი

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის“ ფარგლებში

* 15.04.2017 - 31.07.2017 ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ახალგაზრდებისთვის ორგანიზებული 3-თვიანი საბაზისო სასწვლო კურსის ინიციატორი და ტრენერ- ფასილიტატორი

* 1.12.2018 წ. - 31.01.2019 წ. საქართველოს სასოფლო დარბაზი

ტრენერ-ფასილიტატორი პროექტი „სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში

* 1.09.2020 წ. - დღემდე პროექტის კოორდინატორი

პროექტის- “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის““ ფარგლებში 9 სხვადასხვა მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება.

აღნიშნულთან ერთად ვარ რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი:

- დაძაბული დიდ პანელიანი შენობების ძალოვანი და ტემპერატურული ზემოქმედების გაანგარიშებათა მეთოდიკა. გამოქვეყნებულია 2014 წ.

- ტემპერატურულ ზემოქმედებაზე დიდ პანელიანი შენობების გაანგარიშებათა განსაკუთრებულობების შესახებ. გამოქვეყნებულია 2014 წ.

- ტემპერატურულ ზემოქმედებაზე უკარკასო შენობების გაანგარიშება. გამოქვეყნებულია 2012 წ.

- უკარკასო შენობების ტემპერატურაზე გაანგარიშების მეთოდიკასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულია 2011 წ.

- გლობალიზმის გეოეკონომიკური ლაბირინთები. გამოქვეყნებულია 2008 წ.

მიუხედავად ჩემი მუდმივი მცდელობებისა, ძალიან ბევრი ჩემი იდეა, წინადადება და პროექტი რომელიც მიმართული იყო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გადაჭრისაკენ, სამწუხაროდ არ განხორციელდა, რადგან ხშირ შემთხვევაში მე არ ვიყავი უშუალოდ გადაწვეტილების მიმღები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ მაშინდელ თანამდებობის პირებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ნება და ხშირ შემთხვევაში ვერც პასუხისმგებლობას იღებდნენ, რადგან მათი აზრით არ იყო შესაბამისი გარემო ჯერ კიდევ მომწიფებული და შექმნილი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უშუალოდ მე ვიტვირთო ცვლილებების გატარება და პირადად ჩავუდგე სათავეში მათ განხორცილებას. მანამდე მზად ვარ გაგაცნოთ და მოვისმინო თქვენი შეფასებები ჩემს ხედვებთან დაკავშირებით.

აქვე რა თქმა უნდა მუდმივ მზაობას გამოვხატავ მოქალაქეებისგან წამოსული იდეების განხილვასა და პროექტად ქცევისთვის.

ამისთვის ჯგუფიც არის შექმნილი და გთხოვთ გაწევრიანდეთ ყველა ვისაც გიყვართ და გული შეგტკივათ ხაშურზე.“ - წერს იოსებ ბუაძე

ასევე შეგიძლიათ იხილოთ