ყინწვისში მღვდელი საძოვარ მიწას დაეუფლა და მოსავალი მოიყვანა - ხალხი დახმარებას ითხოვს



ყინწვისში მღვდელი საძოვარ მიწას დაეუფლა და მოსავალი მოიყვანა - ხალხი დახმარებას ითხოვს

 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სასულიერო პირებმა სოფლის საძოვრები შემოიღობეს და ლობიო მოიყვანეს - ამის შესახებ ადგილზე ჩასულ ,,ტვ მონიტორინგისგადამღებ ჯგუფს უთხრეს.  როგორც სოფელში თქვეს, აღნიშნულ ფაქტს კონფლიქტი რამდენჯერმე მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების თქმით, მღვდელი მიწის დაბრუნებას მომავალ წელს დაჰპირდა.

 “მღვდელმა შემოღობა და ლობიო დათესა. არადა ეს ტერიტორია მოსახლეობის იყო და მას საძოვრებად ვიყენებდით“ – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარის გამო ხალხი შველას ითხოვს. მათ საქმის კურსში კიდევ ერთხელ ჩააყენეს ადგილობრივი ხელისუფლება. თემაზე ,,ტვ მონიტორიგიმუშაობს და მხარეთა პოზიციებს ვრცლად, დღის მთავარ გამოშვებაში, ზუსტად 19:00 საათზე  ნახავთ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ