საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს



საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ისაუბრა დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"დღეს პირველად რეალური შანსი გაჩნდა, ამ შანსის გაშვებას არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ, ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიას უნიკალურ ადგილს და დაფასებას - არჩევანი თქვენია და არჩევანი ჩვენია...

დღეს, 26 მაისს, ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია, ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!" - თქვა ზურაბიშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ