,,მე იმ აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი ვარ. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასოდეს მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან" - პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებული
„არ ვეთანხმები პროკურორს. ის მე საერთოდ არ მიცნობს და არ იცის ჩემი ცხოვრება. მას შეეძლო, ენახა, ვინ ვარ და როგორ მაქვს ნაცხოვრები. მე იმ აქციაზე შემთხვევით მოხვედრილი ვარ. იქ მოხდა შეხლა-შემოხლა. მე არასოდეს მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან და არ ვეთანხმები იმას, რომ არაფრის გამო მომისაჯონ. ერთი თვეც არაა, რაც ჩამოვედი. მე არსად გავქცეულვარ, სახლში ვიყავი რომ ჩამოვედი. მომაკვდავი ბებია მყავს, საავადმყოფოშია. დედაჩემი ავად არის ფსიქიატრიულად და ჩემზეა დამოკიდებული. საჭიროა ხუთი წუთი, რომ ჩემს წარსულს გადახედოთ. მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მივუძღვენი და ეს პიროვნება რას აღწერს, პროკურორი, ეს მე საერთოდ არ ვარ. არ განმიხორციელებია არავისზე თავდასხმა და არ გამიკეთებია არაფერი, რის გამოც მე უნდა მომისაჯონ“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.