ავტოსაგზაო შემთხვევას კასპელი სტიქაროსანი შეეწირა



ავტოსაგზაო შემთხვევას კასპელი სტიქაროსანი შეეწირა

ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად კასპელი სტიქაროსანი   გარდაიცვალა. ვლადიკავკაზში მიმავალ მსუბუქ ავტომობილს საპიროსპიროდ მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც მანქანა მოცურდა და ხრამში გადავარდა. შემთხვევა ყაზბეგში მოხდა. გარდაცვლილი გიორგი თინიკაშვილია, იგი კასპისა და სამთავისის ეპარქიაში მსახურობდა. 

,,კასპში მსახურობდა. ვლადიკავკასში მოძღვარი ჰყავდა და შობის აღსანიშნად იქ მიდიოდა ხოლმე. იქ ჰყავდა შვილებიც და მათაც ნახულობდა." - ამბობს ახლობელი.

 შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და სამართალდამცავები. დაწყებულია გამოძიება. 

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ