ცნობილია ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა მონაცემები რეგიონების მიხედვით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 042 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 889 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 153 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52. ➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:
4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 402, აჭარაში - 381, იმერეთში - 991.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.
667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.
18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.