შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს



შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს

უმძიმესი დანაშაული ქართლში - 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით ბაბუა შვილიშვილზე სექსუალურად სისტემატიურად, წლების განმავლობაში ძალადობდა. 

მოძალადის კვალზე კი პოლიცია მას შემდეგ გავიდა რაც არასრუწლოვანი სექსუალური ძალადობის შემდეგ სკოლაში  შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

13 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება, ბაბუა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კაცმა გაიგო, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, მიმალვა სცადა. 53 წლის კაცი თბილისში დააკავეს. 

სოფელში, სადაც ბრალდებული ცხოვრობს, ამბობენ, რომ კაცს შვილიშვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მომხდარის გაგების შემდეგ კი მეზობლები შიკში არიან. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ