გარკვეული დამშვიდების კონტურები გამოკვეთა - ღარიბაშვილი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე



გარკვეული დამშვიდების კონტურები გამოკვეთა - ღარიბაშვილი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე

საქართველო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ.

"რაც შეეხება პანდემიას გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ. ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალი, რადგან ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალია, რადგან ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ